Loading data...
პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ტრამპს ირანისთვის დაწესებული ვადის ორი კვირით გახანგრძლივებას სთხოვს

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ირანისთვის დაწესებული ვადის ორი კვირით გახანგრძლივებას სთხოვს. 

ამასთან, შეფბაზ შარიფი თეირანს მოუწოდებს, ამ დროის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლა დაუშვას.

იმისათვის, რომ დიპლომატიას მოქმედების საშუალება მიეცეს, პრეზიდენტ ტრამპს გულწრფელად ვთხოვ, ვადა ორი კვირით გაახანგრძლივოს.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის მშვიდობიანი გზით მოგვარების დიპლომატიური ძალისხმევა სტაბილურად და ძლიერად მიმდინარეობს. პოტენციურად ეს უახლოეს მომავალში არსებით შედეგებამდე მიგვიყვანს“, - აცხადებს პაკისტანის პრემიერი. 

ინფორმაციისთვის, პაკისტანი, ეგვიპტესთან, თურქეთთან და საუდის არაბეთთან ერთად, კონფლიქტში ჩართულ შორის შუამავლის როლს ასრულებს.