1772358758
უცხოეთი
პაკისტანის ქალაქ კარაჩიში ასობით მომიტინგე აშშ-ის საკონსულოს შენობაში შეიჭრა - პოლიციასთან შეტაკებების დროს სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა
პაკისტანის საპორტო ქალაქ კარაჩიში ასობით მომიტინგე აშშ-ის საკონსულოს შენობაში შეიჭრა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, პოლიციასთან შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა.
შტურმი მას შემდეგ დაიწყო, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანზე თავდასხმა განახორციელეს და ქვეყნის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მოკლეს.
კარაჩის პოლიციის ცნობით, მომიტინგეები დაშალეს, სიტუაცია კი კონტროლს ექვემდებარება.
BREAKING:
— Visegrád 24 (@visegrad24) March 1, 2026
Security forces have opened fire on protesters who stormed the US consulate in Karachi, Pakistan.
At least 10 protesters are reported killed.
🇵🇰 pic.twitter.com/VrwTPvl0bC