პაკისტანის განცხადებით, აშშ და ირანი შეთანხმებასთან ახლოს არიან
„პაკისტანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და ირანი „გარკვეული სახის“ შეთანხმებასთან ახლოს არიან, ხოლო შუამავალმა კატარმა აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტის მართვასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები მოწინავე ეტაპზეა, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონულ წყლებში გემებზე ახალი თავდასხმების შესახებ ცნობები ვრცელდება“, - იუწყება Reuters-ი.
გავრცელებულმა კომენტარებმა გააჩინა გარკვეული იმედი იმისა, რომ ირანი და აშშ შეძლებენ ჩიხიდან გამოსვლას. აღნიშნულმა დაპირისპირებამ ფაქტობრივად დაბლოკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გზა, სადაც ომამდე გლობალური ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის მეხუთედი მოძრაობდა.
Bloomberg News-თან ინტერვიუში პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა ხავაჯა ასიფმა აღნიშნა, რომ ბოლო დღეების სიგნალები პოზიტიურია:
„ვითარება კვლავ სამშვიდობო შეთანხმების და გარიგების სასარგებლოდ ვითარდება. ბოლო ორი-სამი დღის სიგნალები მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ გარკვეული ტიპის შეთანხმებასთან ახლოს ვართ“, - განაცხადა ასიფმა.