Loading data...
პაკისტანის ავიაიერიშების შედეგად, ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით პაკისტანის საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა - განაცხადეს ავღანეთის ოფიციალურმა პირებმა.

როგორც მედია წერს, ეს საფრთხეს უქმნის მეზობლებს შორის დაძაბულობის ხელახლა გაღვივებას თითქმის სამთვიანი სიმშვიდის შემდეგ.

კუნარის პროვინციაში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი დაიბომბა, რის შედეგადაც ერთი ოჯახის სამი წევრი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. პაქტიკის ბარმალის რაიონში ორი ობიექტი დაიბომბა, განადგურდა მაღაზია და მიტოვებული სახლი, თუმცა მსხვერპლი არ ყოფილა.

თალიბანი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ პაკისტანის შიდა უსაფრთხოების პრობლემებთან კავშირი არ აქვს. პაკისტანის სამხედრო უწყებას მომხდარზე ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.