Loading data...
Ozempic-მა შეიძლება ძვლების დაშლა გამოიწვიოს - The Washington Post

გამოცემა The Washington Post წერს, რომ Ozempic-ის ტიპის პრეპარატების მიღება, რომლებიც ორგანიზმში GLP-1 -ის დონეს ზრდის, ძვლებისა და სახსრების ტრავმების რისკს ზრდის. ასევე, ის ოსტეოპოროზის და პოდაგრის განვითარებას ხელს უწყობს.

კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, ვინც ამ პრეპარატებს გახდომისთვის იყენებენ, ოსტეოპოროზის საფრთხეს 30%-ით, პოდაგრის საფრთხეს 12%-ით და ძვლების გათხელების საფრთხეს 150%-ით ზრდის.

ეს განსაკუთრებით საშიშია მოხუცი ადამიანებისთვის, როდესაც მცირე დაზიანებასაც შეიძლება ძვლის მოტეხილობა მოჰყვეს. ასევე, საფრთხე ეზრდებათ ქალებს მენოპაუზის შემდეგ.

პენსილვანიის უნივერსიტეტის ქირურგიის კათედრის დოცენტმა ჯონ ჰორნეფმა განაცხადა, რომ „შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა“.