ორგანიზებული და კარგად მომზადებული - უკრაინელებმა შეაფასეს, თუ როგორ იბრძვიან ჩრდილოეთ კორეელები - Washington Post
ჩრდილოეთ კორეის სამხედროები, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძვიან უკრაინის წინააღმდეგ, ალბათ არიან უაღრესად მოტივირებული, ორგანიზებული, კარგად გაწვრთნილი და უკეთ აღჭურვილნი, ვიდრე რუსული ქვეითები. ამას მოწმობს უკრაინელი სამხედროების ისტორიები და კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეელებთან მათი გარდაცვალების შემდეგ ნაპოვნი ჩანაწერები, - წერს Washington Post.
მედიის ცნობით, უკრაინის სპეცრაზმმა ჟურნალისტებს ჩრდილოეთ კორეის სამხედროების ბრძოლის ველზე აღმოჩენილი ჩანაწერები აჩვენა. კერძოდ, იყო საახალწლო წერილები, რომელთა ავტორი, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი გახლავთ. აღმოჩენილ ნივთებს შორის, ასევე, იყო ჯავშანი, აღჭურვილობა, პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები, სამხედრო ბილეთები, უკრაინული წარმოების დანა და ორი თანამედროვე რუსული ავტომატი.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ უკრაინელი სამხედროების მიერ ამოღებულ ჩრდილოეთ კორეის ჩანაწერებში წაკითხული ფრაზები ცხადყოფს „თუ როგორ მოამზადა რუსეთმა თავისი ახალი მოკავშირეები საომარი მოქმედებებისთვის“.
31 წლის ვლადი, უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების მე-8 პოლკის 1-ელი ბატალიონის ჯარისკაცმა აღნიშნა რომ რუსეთი, სავარაუდოდ, იცავდა პრინციპს „საუკეთესო სტუმრისთვის“, როდესაც ამზადებდა მოკავშირეებს ბრძოლისთვის. ბოლოს და ბოლოს, მისი თქმით, რუსები ბევრად უარესად იყვნენ აღჭურვილი.
„ჩრდილოეთ კორეელებს ჰქონდათ მათი ლიდერის, კიმ ჩენ ინის, 31 დეკემბრით და 1-ელი იანვრით დათარიღებული მესიჯები. საიდან მოვიდა ჯარისკაცებამდე ეს წერილები, უცნობია“, - წერს გამოცემა.
„ის ფაქტი, რომ ჯარისკაცებს ეს შეტყობინებები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯიბეებში ჰქონდათ, უკრაინელ სამხედროებმა მიიჩნიეს, რომ ისინი ბევრად უფრო იდეოლოგიურად მოტივირებულები არიან, ვიდრე რუსი ჯარისკაცები, რომლებიც ხშირად იბრძვიან მაღალი ხელფასისთვის“, - წერს გაზეთი.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ აღმოჩენილი ჩანაწერები აჩვენებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები დეტალურად იწერენ თავიანთ საბრძოლო გამოცდილებას და, როგორც ჩანს, იყენებენ მას ახალი ტექნოლოგიების უკეთ გასაგებად.
„უკრაინამ გააფრთხილა, რომ ფხენიანი იყენებს ამ შესაძლებლობას, პრაქტიკული საბრძოლო გამოცდილებისთვის, დასავლეთთან პოტენციური მომავალი კონფლიქტებისთვის“, - წერს გამოცემა.
როგორც ერთ-ერთმა უკრაინელმა ჯარისკაცმა ვიქტორმა აღნიშნა, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები, როგორც ჩანს, შეცდომებზე სწავლობენ.