Loading data...
ორგანიზაცია Gallup-ის კვლევა: უკრაინელთა 66% მიიჩნევს, რომ ომი მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს

ორგანიზაცია Gallup-ის კვლევის მიხედვით, აპრილში გამოკითხულ უკრაინელთა 24% ფიქრობს, რომ უკრაინამ გამარჯვებამდე უნდა განაგრძოს ბრძოლა, ხოლო 66%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანამ, რაც შეიძლება მალე უნდა ეცადოს, ომი მოლაპარაკებების გზით შეწყვიტოს.

კვლევიდან ირკვევა, რომ ეს დამოკიდებულებები დაახლოებით 2025 წლის მონაცემების იდენტურია და წარმოადგენს თითქმის სრულად საპირისპირო სურათს 2022 წლის მდგომარეობასთან შედარებით, როდესაც 73% ბრძოლის გაგრძელებას ემხრობოდა, ხოლო 22% სწრაფ მოლაპარაკებებს.

კვლევა აჩვენებს, რომ განსაკუთრებით მაღალია მოლაპარაკებების მხარდაჭერა უკრაინის აღმოსავლეთით. გამოკითხულთა 63% ომის სწრაფ დასრულებას უჭერს მხარს.