Loading data...
ორეგონის შტატში ჩანჩქერზე გადასვლისას 1 ადამიანი დაიღუპა, დაკარგულად ითვლება 2 პირი - BBC

ორეგონის შტატში ჩანჩქერ დილონზე გადასვლისას, ექვსკაციანი ჯგუფიდან 1 ადამიანი დაიღუპა, დაკარგულად ითვლება 2 პირი. ინფორმაციას BBC ადგილობრივი შერიფის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. 

სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად, სამი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ისინი მაშველებმა მდინარიდან ამოიყვანეს. ადგილზე გარდაცვლილად გამოცხადდა ერთი პირი. 

სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გადარჩენილების მოსაძებნად დრონები გამოიყენეს. საგანგებო ზარი სამაშველო სამსახურში შაბათს, 19 ივლისის ნაშუადღევს შევიდა. მას შემდეგ, დაკარგულების ძებნა მიმდინარეობს. 

Visit Central Oregon-ის ცნობით, დილონის ჩანჩქერს 4.5 მეტრის სიმაღლის ვარდნა აქვს, რომელიც „სწრაფ, კიბისებრ დინებად“ გარდაიქმნება. ვიზიტორებისთვის პოპულარული ადგილი დეშუტსის ეროვნულ ტყეში მდებარეობს.

ყოველ ზაფხულს, ათასობით ადამიანი ნავით, კაიაკით ან ტივით ცდილობს მდინარეზე გასეირნებას.