1745335318
უცხოეთი
ორბანმა, მის მიერვე ინიცირებულ ეროვნულ კონსულტაციაში, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ, მისცა ხმა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ხმა მისცა ეროვნულ კონსულტაციაში, სადაც უნგრელებს ეკითხებოდნენ, მხარს უჭერენ თუ არა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. ამის შესახებ ორბანი Facebook-ზე წერს და შესაბამის ფოტოებს აქვეყნებს.
ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს, რომ უნგრეთის პრემიერი ბიულეტენზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ აძლევს ხმას.
„ბრიუსელი და პარტია Tisza მხარს უჭერენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს გაანადგურებს უნგრეთის ეკონომიკას. არ მივცეთ მათ უფლება, გადაწყვიტონ ჩვენი მომავალი ჩვენს თავზე. მე უკვე მივეცი ხმა“, - წერს ორბანი.