ორბანმა ევროპელი ლიდერები მშიშარა კურდღლებს შეადარა, რომლებსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან ტარიფების განხილვის ეშინიათ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროპელი ლიდერები მშიშარა კურდღლებს შეადარა, რომლებსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ტარიფების განხილვის ეშინიათ.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირმა აშშ-ს თავისი წინადადება დამოუკიდებლად უნდა წარუდგინოს.
ამასთან, ვიქტორ ორბანმა ეჭვი გამოთქვა, რომ ევროკავშირის ამჟამინდელი ლიდერები შტატებთან სავაჭრო დავაში საზოგადოების ინტერესების ეფექტიანად დაცვას შეძლებენ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, წესით ინიციატივა გერმანიამ და საფრანგეთმა უნდა აიღონ.
„პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ევროკავშირის ლიდერები მშიშარა კურდღლებივით სხედან და თავიანთ აღსასრულს ელიან. მშიშარებს კი მომავალი არ აქვთ. ვსხედვართ და ველითб რას გააკეთებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ეს ყველაზე ცუდი რამ არის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. ტრამპი თავისი ქვეყნის ინტერესებს წარმოადგენს. ევროკავშირი კი მზად უნდა იყოს საკუთარ თავზე ინიციატივა აიღოს და მოლაპარაკებები დავიწყოთ“, - აღნიშნა ორბანმა.