1761311321
უცხოეთი
ორბანმა ახსნა, თუ რატომ არ დაბლოკა უნგრეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების უახლეს პაკეტს ვეტო არ დაადო, რადგან მასში ამოიღეს ყველაფერი, რაც უნგრეთისთვის საზიანო იყო.
„ჩვენ ყველაფერი მოვხსენით, რაც უნგრეთისთვის ცუდი იყო“, - აღნიშნა მან ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტის შესახებ.
ორბანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება „აგრძელებს სანქციების პოლიტიკას, რომელიც ფუნდამენტურად არასწორია“, ის „უნგრეთზე უარყოფითად არ მოქმედებს“.
„ვფიქრობ, ომში უნგრეთის ეკონომიკის მიერ დაკარგული თანხა 20-დან 30 მილიარდ ევრომდე მერყეობს“, - განაცხადა ორბანმა. მან არ დააკონკრეტა, რამდენად უკავშირებს ამას რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს.