Loading data...
ორბანის განცხადებით, გარე ძალებმა რუსეთს და უკრაინას მშვიდობის დამყარება უნდა აიძულონ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ გარე ძალებმა რუსეთი და უკრაინა მშვიდობის დამყარებისკენ უნდა აიძულონ.

მისი თქმით, მეომარ მხარეებს მშვიდობა არ სურთ და ამიტომ გარე ძალებმა რუსები და უკრაინელები შერიგებაზე უნდა დაარწმუნონ.

ევროკავშირს აქვს საშუალება, ამ მიმართულებით უკრაინას მოტივაცია მისცეს, რადგან, მისი თქმით, უკრაინა ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე ვერ იარსებებდა.

პრობლემა კი ის არის, რომ წამყვან დასავლურ ქვეყნებს არ შეუძლიათ იპოვონ საშუალებები, რათა დაარწმუნონ რუსები, რომლებსაც მთელი უკრაინის ოკუპაცია სურთ, მშვიდობა დაამყაროს. 

„დრო რუსების მხარესაა“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ კარგი იქნებოდა მშვიდობის დამყარება, ვიდრე რუსები მთელ უკრაინას დაიკავებდნენ.