Loading data...
ორბანის განცხადებით, ევროკავშირმა უკრაინის დაფინანსებაზე უზარმაზარი თანხა დახარჯა და ამ თანხის დაბრუნების რეალისტური გეგმა არ არსებობს - „ილუზიების ნაცვლად ჩვენ ჩვენი ხალხი ავირჩიეთ“

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინის დაფინანსებაზე უზარმაზარი თანხა დახარჯეს და ამ თანხის დაბრუნების რეალისტური გეგმა არ არსებობს.

„193 მილიარდი ევრო დაიხარჯა უკრაინის მხარდასაჭერად. კიდევ 90 მილიარდი ევრო ნასესხებია. არის დაპირებები „რაც არ უნდა დასჭირდეს“, თუმცა თანხის დაბრუნების რეალისტური გეგმა არ არსებობს. უნგრეთმა, ჩეხეთმა და სლოვაკეთმა უარი თქვეს ვალების სპირალში შესვლაზე. ილუზიების ნაცვლად ჩვენ ჩვენი ხალხი ავირჩიეთ“, - წერს ორბანი X-ზე.