ორბანი: ზელენსკის უნგრეთში უკრაინის მიმართ მეგობრულად განწყობილი მთავრობის ხილვა სურს - ისინი, ვინც ბრიუსელის აგენტები არიან, ზელენსკის მეგობრებიც არიან

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის უნგრეთში უკრაინისადმი მეგობრული მთავრობის ხილვა სურს, თუმცა ეს არ მოხდება. ორბანის განცხადებას უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი ციტირებს.
უნგრეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ უკრაინამ ბრიუსელთან მიაღწია შეთანხმებას „ევროკავშირში მისი გაწევრიანების დაჩქარების“ შესახებ და ახლა ელოდება, რომ უნგრეთი ამას დაამტკიცებს.
„ზელენსკის სურს უნგრეთში უკრაინისადმი მეგობრული მთავრობის ხილვა. ისინი, ვინც ბრიუსელის აგენტები არიან, ასევე ზელენსკის მეგობრები არიან“, - აღნიშნა ორბანმა.
მანვე დასძინა, რომ არასდროს იქნება ისეთი სიტუაცია, როდესაც კიევი ან ბრიუსელი უკარნახებენ უნგრელებს, როგორ განახორციელონ სუვერენიტეტის კანონიერი უფლება.