ორბანი ზელენსკის: თქვენ უიმედო სიტუაციაში ხართ და უკვე მეოთხე წელია, რაც ვერ ან არ გსურთ ომის დასრულება - ყველა მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დავოსში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლას უპასუხა, სადაც ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ცხოვრება ყველას განსჯის“.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა თავისი მიმართვა იმით დაიწყო, რომ ის და უკრაინის პრეზიდენტი „შეთანხმებას ვერ მიაღწევენ“, რადგან ის „თავისუფალი“ ადამიანია, ზელენსკი კი „უიმედო“ სიტუაციაშია.
„თქვენ უიმედო სიტუაციაში ხართ და უკვე მეოთხე წელია, რაც ვერ ან არ გსურთ ომის დასრულება, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამ მიზნით ყველა შესაძლო დახმარება გაგიწიათ“, - წერს ორბანი.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის არ უჭერს მხარს უკრაინის „სამხედრო ძალისხმევას“, თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან „შეურაცხყოფის“ მიუხედავად, ის გააგრძელებს ჰუმანიტარული და ენერგეტიკული მხარდაჭერის გაწევას.
„რა თქმა უნდა, უკრაინელ ხალხს, თქვენი შეურაცხყოფების მიუხედავად, კვლავ შეუძლია იმედი ჰქონდეს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი ქვეყნის ელექტროენერგიითა და საწვავით მომარაგებას და უკრაინიდან ჩამოსული ლტოლვილების მხარდაჭერას“, - წერს ის.
ორბანმა თავისი პოსტი დაასრულა სიტყვებით: „ყველა მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს“.
Dear President @ZelenskyyUa,
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) January 22, 2026
It seems to me that we will not be able to come to an understanding. I am a free man who serves the Hungarian people. You are a man in a desperate position who, for the fourth year now, has been unable or unwilling to bring a war to an end—despite…