Loading data...
ორბანი: უნგრეთში ტრამპისა და პუტინის შეხვედრისთვის მზადება დაიწყო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. 

16 ოქტომბრის საღამოს ორბანმა განაცხადა, რომ მას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

„ახლახან ვესაუბრე ტელეფონით პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. აშშ-სა და რუსეთს შორის სამშვიდობო სამიტისთვის მზადება მიმდინარეობს. უნგრეთი მშვიდობის კუნძულია!“, - დაწერა მან.

შეგახსენებთ, 16 ოქტომბერს თეთრი სახლისა და კრემლის ლიდერების სატელეფონო საუბარი გაიმართა. სატელეფონო საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტში პუტინს შეხვდება.

მისივე თქმით, შეხვედრა შესაძლოა, ორ კვირაში გაიმართოს.