Loading data...
ორბანი: უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა

უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ორბანი  წერს, უნგრეთი ბრიუსელის სქემაში მონაწილეობას არ აპირებს.

„ამასთან, ისინი წევრი სახელმწიფოებისგან დამატებით 135 მილიარდ ევროს ითხოვენ კონფლიქტის გასაღვივებლად. უნგრეთი არ აპირებს ბრიუსელის ამ დამახინჯებულ სქემაში მონაწილეობას. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და არა ესკალაცია“, - წერს ორბანი.