Loading data...
ორბანი: უკრაინელები უკვე ემუქრებიან ჩემს ოჯახს, შვილებსა და შვილიშვილებს, ყველა კარგადაა, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინის მხრიდან მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარები მოდის.

„უკრაინელები უკვე ემუქრებიან ჩემს ოჯახს, შვილებსა და შვილიშვილებს. ყველა კარგადაა, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.

როგორც ვიქტორ ორბანის პოლიტიკურმა მრჩეველმა ბალაჟ ორბანმა განმარტა, უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილი გენერალ-ლეიტენანტი უნგრეთის პრემიერ-მინისტრსა და მის ოჯახს პირდაპირ დაემუქრა და უთხრა, რომ უკრაინულმა „სასიკვდილო რაზმმა“ მათზე ყველაფერი იცის.

„საკმარისია, უკრაინავ! კიდევ ერთი სკანდალური მუქარა ვიქტორ ორბანის მისამართით. დროა, უკრაინამ გაიგოს, მუქარა და დაშინება უნგრეთის წინააღმდეგ არ იმუშავებს“, – აღნიშნა ბალაჟ ორბანმა.