ორბანი: უკრაინაში ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი უნგრეთიდან შედის, ამას თუ შევაჩერებთ, შეიძლება, ცუდი რამეები მოხდეს, ვინც გვიკბენს, მას კბილები ჩაემტვრევა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, იმ შემთხვევაში თუ მილსადენ „დრუჟბის“ გავლით ნავთობის ტრანზიტი არ აღდგება. ამის შესახებ ორბანმა „ფიდეს“ მხარდაჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ორბანის თქმით, უკრაინელების მიზანია უნგრეთში ეკონომიკური ქაოსის და ენერგეტიკული კრიზისის შექმნა, ასევე არჩევნებში პარტია „ფიდეს“ დამარცხება.
„ქაოსი, უკრაინელების გაგებით, არის გზა ოპოზიციის საარჩევნო გამარჯვებისკენ“, – აცხადებს ორბანი.
ორბანმა არ გამორიცხა, რომ უკრაინელები ნავთობსადენით ტრანზიტს თუ არ განაახლებენ, ბუდაპეშტი კიევს ელექტროენერგიის მიწოდებას შეუწყვეტს.
„უკრაინაში ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი უნგრეთიდან შედის. ამას თუ შევაჩერებთ, შეიძლება, ცუდი რამეები მოხდეს. რა თქმა უნდა, ჩვენც ვუშვებთ შეცდომებს. ზუსტად ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ ასეთ სიტუაციას და გავუმკლავდებით კიდეც. ვინც გვიკბენს, მას კბილები ჩაემტვრევა“, – აცხადებს ვიქტორ ორბანი.