ორბანი: უარვყოფთ ბრიუსელის მიერ ევროპის შეერთებული შტატების შექმნის მცდელობას, ევროკავშირი საუკეთესოდ მუშაობს ძლიერი წევრი სახელმწიფოების მეშვეობით და არა იძულებითი ერთგვაროვნებით
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უნგრეთის მომავალი ისეთ ევროკავშირშია, სადაც ქვეყანა თავად აკონტროლებს საკუთარ გზას.
„უნგრეთი სუვერენული ერია. ჩვენ უარვყოფთ ბრიუსელის მიერ ევროპის შეერთებული შტატების შექმნისკენ მიმართულ მცდელობებს. ევროკავშირი საუკეთესოდ მუშაობს ძლიერი წევრი სახელმწიფოების მეშვეობით და არა იძულებითი ერთგვაროვნებით. ჩვენ თვითონ ვწყვეტთ ჩვენს საგარეო, ენერგეტიკულ და ეკონომიკურ პოლიტიკას. ჩვენი მომავალი ევროკავშირშია, სადაც უნგრეთი მტკიცედ აკონტროლებს საკუთარ გზას“, - წერს უნგრეთის პრემიერი.
🇭🇺 Hungary is a sovereign Hungarian nation. We reject the Brusselian push for a United States of Europe. The EU works best with strong member states, not forced uniformity. We decide our own foreign, energy, and economic policies. Our future is in the EU, with Hungary firmly in… pic.twitter.com/tsYQlWG2jh
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) January 6, 2026