Loading data...
ორბანი რუსეთის ექსპერიმენტულ რაკეტაზე პუტინის განცხადების შესახებ: ეს არ არის ცარიელი სიტყვები

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის თქმით, კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის გუშინდელი განცხადება უკრაინაზე დარტყმისთვის საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტის, „ორეშნიკის“ გამოყენების თაობაზე დასავლეთმა სერიოზულად უნდა მიიღოს. 

მისი თქმით, ეს იყო პასუხი აშშ-ის ნებართვაზე, უკრაინის მიერ რუსეთზე დარტყმებისთვის ამერიკული შორი რადიუსის ATACMS-ის რაკეტების გამოყენებასთან დაკავშირებით.

„არსებობს ვარაუდი, რომ ეს რაკეტები ამერიკელი ექსპერტების დახმარების გარეშე ვერ იქნებოდა დამიზნებული, სწორედ ამიტომ, რუსებმა მოულოდნელი და მკაცრი რეაგირება მოახდინეს“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერმა.

ორბანი ფიქრობს, რომ როდესაც პუტინი რაღაცას ამბობს, „ეს ცარიელი სიტყვები არ არის, მას აქვს წონა და შედეგები“.

მისივე თქმით, პუტინის სიტყვები იმის თაობაზე, რომ ქვეყნები, რომლებიც უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ იარაღს აწვდიან, შესაძლოა, რუსული დარტყმების სამიზნე გახდნენ, ასევე არ არის „საკომუნიკაციო ხრიკი“.