Loading data...
ორბანი რუსეთ-უკრაინის ომზე: ბრიუსელზე ორიენტირებული ევროპელები მშვიდობასთან ვერ გვაახლოებენ, ნაცვლად ამისა კი ცეცხლს ეთამაშებიან

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით რუსეთ-უკრაინის ომი შეერთებული შტატების ჩართულობის გარეშე ვერ მოგვარდება, რადგან ორბანის მოსაზრებით, ბრიუსელზე ორიენტირებული ევროპელები ნაცვლად მშვიდობის მოგვარებისა, ცეცხლს ეთამაშებიან.

„შეერთებული შტატების ჩართულობის გარეშე რუსეთ-უკრაინის ომში რეალური მშვიდობა ვერ დამყარდება. სამწუხაროდ, ბრიუსელზე ორიენტირებული ევროპელები ახლა მშვიდობასთან ვერ გვაახლოებენ და ამის ნაცვლად ცეცხლს ეთამაშებიან. უნგრეთის თქვენს გვერდით დგას ბატონო პრეზიდენტო“, - მიმართავს ორბანი აშშ-ის პრზიდენტ დონალდ ტრამპს.