Loading data...
ორბანი: პრეზიდენტ ტრამპთან მეგობრობა, ურთიერთნდობა ორივე ერისთვის სასარგებლოა, უნგრეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო კავშირებს აძლიერებს

აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მეგობრობა და ურთიერთნდობა ორივე ერისთვის სასარგებლოა და უნგრეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო კავშირებს აძლიერებს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„თქვენი წარმატება ჩვენი წარმატებაა“. მარკო რუბიო, უკეთესად ვერც იტყოდი. პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მეგობრობა და ურთიერთნდობა ორივე ერისთვის სასარგებლოა და უნგრეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო კავშირებს აძლიერებს. ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა შედეგებს კვლავ გამოიღებს“, - წერს ორბანი.