Loading data...
ორბანი: ფონ დერ ლაიენის მსგავსმა პოლიტიკოსებმა ორ მსოფლიო ომში ჩაგვითრიეს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მან „ომში ჩაგვითრია“. ამის შესახებ ორბანმა რადიო Kossut-ის ეთერში განაცხადა.

ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენის სიტყვით გამოსვლის შეფასებისას ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ „ჩვენ სამწელიწად-ნახევარია, ომის ნეგატიურ შედეგებით ვიტანჯებით, მიუხედავად იმისა, რომ მასთან არანაირი კავშირი არ გვქონია“.

მისი თქმით, „დასავლეთის ამ ბატონებსა და ქალბატონებს“ „სურთ, რომ ამ ომში კისრით ჩაგვითრიონ“ და ამას წინააღმდეგობა უნდა გაეწიოს.

ორბანის თქმით, უნგრელები უკვე ორჯერ იყვნენ ჩათრეულები ომებში [პირველ და მეორე მსოფლიო ომებში], რომელშიც „ჩვენ არ გვინდოდა მონაწილეობა“ და რომელთა შედეგები საშინელი იყო, „ჩვენ მთელი მე-20 საუკუნე დავკარგეთ“.

ორბანის თქმით, „ისეთმა პოლიტიკოსებმა, როგორიც ფონ დერ ლაიენია, ომებში ჩაგვითრიეს“.