Loading data...
ორბანი - ომს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ რომელიმე რელიგიის მიმდევრები ჩვენი საერთო წმინდა ქალაქიდან, იერუსალიმიდან განდევნოს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ლათინი პატრიარქისთვის აღდგომის ტაძარში შესვლის აკრძალვა ქრისტიანებისთვის მიუღებელია.

„ეს არის მტკივნეული ბზობის კვირა. ეს ჩვენთვის, როგორც ქრისტიანებისთვის, მიუღებელია, თუნდაც საომარი მდგომარეობა და უსაფრთხოების ზოგადი ზომები გავითვალისწინოთ. ომს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ რომელიმე რელიგიის მიმდევრები ჩვენი საერთო წმინდა ქალაქიდან, იერუსალიმიდან განდევნოს“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის პოლიციის თანამშრომლებმა იერუსალიმის ლათინ პატრიარქს, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას და წმინდა მიწის მცველს, მამა ფრანჩესკო იელპოს იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში ბზობის წირვის აღსანიშნავად შესვლაში ხელი შეუშალეს.