1755338549
უცხოეთი
ორბანი: მსოფლიო დღეს უფრო უსაფრთხო გახდა, ვიდრე გუშინ იყო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მიესალმა რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრას ალასკაში და აღნიშნა, რომ ახლა „მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდა“.
ორბანის თქმით, კრემლის ხელმძღვანელსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა და რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების დათბობა ნაბიჯია, რომელიც ამცირებს ბირთვული ესკალაციის საფრთხეს.
„წლების განმავლობაში ვხედავდით, თუ როგორ ანადგურებდნენ ორი უდიდესი ბირთვული ძალა ერთმანეთთან თანამშრომლობას და როგორ ცვლიდნენ არამეგობრულ განცხადებებს. ახლა ეს დასრულდა. მსოფლიო დღეს უფრო უსაფრთხო გახდა, ვიდრე გუშინ იყო“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.