1744993006
უცხოეთი
ორბანი ფიქრობს, რომ აშშ-თან სავაჭრო შეთანხმებას ექვსი თვის განმავლობაში მოეწერება ხელი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოელის, რომ შეერთებულ შტატებთან ბიზნესგარიგებას ხელს უახლოეს მომავალში მოაწერს.
ორბანის თქმით, ამჟამად ამერიკელებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს ეკონომიკურ საკითხებზე, რაც ქვეყნისთვის მოგებიანი იქნება.
„ტარიფები ნეგატიურ გავლენას მოახდენს, მაგრამ ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვა ეკონომიკურ შეთანხმებებზე, რომ ამის კომპენსაცია მოვახდინოთ“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
ორბანს იმედი აქვს, რომ ამ გარიგებას ხელი მოეწერება, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში.