ორბანი: ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინამ უნდა იბრძოლოს და სანაცვლოდ, ის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას მიიღებს

„ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინამ უნდა იბრძოლოს და სანაცვლოდ, ის მიიღებს ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას. ეს გაანადგურებს უნგრეთს“, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომლის სიტყვებსაც უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
უნგრეთის პრემიერის თქმით, უკრაინის პოტენციური გაწევრიანება უნგრეთის ეკონომიკასა და სამუშაო ძალაზე მძიმე შედეგებს მოიტანს.
„უნგრეთი ევროკავშირის გაფართოებისთვის ღიაა, თუმცა პრიორიტეტი სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და მონტენეგრო უნდა იყოს“, - აცხადებს ორბანი.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ქვეყნები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან უკრაინისგან ეკონომიკური თავსებადობისა და გეოპოლიტიკური სტაბილურობის თვალსაზრისით.
ევროკავშირის მოახლოებულ სამიტზე საუბრისას ორბანმა დაადასტურა, რომ უნგრეთი მხარს არ დაუჭერს ევროკავშირის ერთობლივ სესხს თავდაცვის ხარჯების დასაფინანსებლად.
„არსებობენ ისინი, ვისაც მეტი ვალის აღება სურთ და ისინი, ვინც საკუთარ თავდაცვას საკუთარი რესურსებით აფინანსებს. უნგრეთის ფუნდამენტური კანონი ერთობლივ სესხებს მხარს არ უჭერს და პარლამენტმა ეს ხუთშაბათამდე უნდა განიხილოს“, - დასძინა უნგრეთის პრემიერმა.
ინტერვიუს დასასრულს პრემიერ-მინისტრმა ორბანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მთავრობის ერთგულება მშვიდობისა და ეკონომიკური სუვერენიტეტისადმი.
📻 @PM_ViktorOrban: "The Tisza Party is a member of the @EPPGroup, which is the biggest war hawk"
— Zoltan Kovacs (@zoltanspox) March 14, 2025
🇭🇺 Prime Minister Viktor Orbán appeared on “Good morning, Hungary” on Kossuth Rádió this morning, where he addressed key economic and geopolitical concerns, including inflation,… pic.twitter.com/vlcakJdWbV