Loading data...
ორბანი: ევროპაში ომის საფრთხე არსებობს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ „ევროპაში ომის საფრთხე არსებობს“.

მისი თქმით, „ევროპა ომის ზღვარზეა“ და აღნიშნა, რომ უნგრეთს ისტორიულმა გამოცდილებამ ასწავლა, თუ როგორ იწყება ომები და რომ ამჟამინდელი სიტუაცია ასეთ პრეცედენტებს წააგავს.

ევროკავშირის უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე საუბრისას ორბანმა განაცხადა: „უნგრეთის მთავრობის პოზიცია უნგრელი ხალხის ინტერესებს ეფუძნება. არ მაინტერესებს სხვა ქვეყნების პოზიცია“.

მან უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში გამოვლენილ კორუფციას მეორეხარისხოვანი საკითხი უწოდა და განაცხადა, რომ რეალური შეშფოთება უნგრეთსა და მის ამომრჩევლებზე ომის ზემოქმედებას ეხება. ორბანის თქმით, უნგრეთს შეუძლია, მშვიდობის მშენებლობაში წვლილი შეიტანოს. 

მან აღნიშნა, რომ მთავარი კითხვაა, შეუძლია თუ არა უნგრეთს ომში ჩაბმისგან თავის შეკავება, თუ სხვა ევროპელ ლიდერებს მშვიდობისკენ სწრაფვაში ვერ დაარწმუნებს. „2010 წლიდან მიღებული გადაწყვეტილებები ასევე ემსახურება იმას, რომ საჭიროების შემთხვევაში, ომში ჩაბმისგან თავი შევიკავოთ“, - განაცხადა ორბანმა და დასძინა, რომ უნგრეთის მიერ ნეიტრალიტეტის შენარჩუნების უნარი სუვერენული ლიდერების ყოლაზეა დამოკიდებული.