ორბანი ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს: თქვენ გაბედეთ და უნგრელებს ლექციები წაუკითხეთ, ჩვენ წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ მოუწოდეთ, უმჯობესია, ევროპას გადახედოთ, ჩვენ ჩვენს ხალხს პირველ ადგილზე ვაყენებთ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, ნიკოლაე სტეფანუტას მიმართავს.
როგორც ორბანი წერს, სტეფანუტამ უნგრელებს „ფიდესის“ წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ მოუწოდა.
„ვიცე-პრეზიდენტო, ნიკოლაე სტეფანუტა, ევროპარლამენტში თქვენ გაბედეთ და უნგრელებს ლექციები წაუკითხეთ, ჩვენ წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ მოუწოდეთ. ვიდრე ამას გააკეთებთ, უმჯობესია, ევროპას გადახედოთ. მთელ კონტინენტზე მოქმედებს მკაცრი ეკონომიკური ზომები, სამსახურიდან გათავისუფლება და ქარხნების დახურვა.
ამასობაში, უნგრეთში ჩვენ უზრუნველვყავით დასაქმების შესაძლებლობები ყველასთვის, ვისაც მუშაობა სურს, შემოვიღეთ საშემოსავლო გადასახადისგან უვადო გათავისუფლება დედებისთვის, რომლებსაც ორი ან მეტი შვილი ჰყავთ, მინიმალური ხელფასი კიდევ 11%-ით გავზარდეთ, ახალგაზრდებისთვის ფიქსირებული სამპროცენტიანი იპოთეკური სესხი შემოვიღეთ და ოჯახის დახმარება გავაფართოვეთ.
ეს ყველაფერი შესაძლებელია, რადგან ჩვენს ფულს უნგრეთში ვინახავთ და არა უკრაინაში ვყრით. ეს არის განსხვავება ბრიუსელის პოლიტიკასა და უნგრეთის პრიორიტეტებს შორის: ჩვენ ჩვენს ხალხს პირველ ადგილზე ვაყენებთ! ჩემი კეთილი ნების ნიშნად, თავი შევიკავე რუმინეთის ეკონომიკურ მდგომარეობაზე კომენტარის გაკეთებისგან“, - წერს უნგრეთის პრემიერი.
Vice President @nicustefanuta, in the European Parliament you had the audacity to lecture Hungarians, urging them to vote against us. Before doing so, perhaps you should take a look around Europe. Across the continent there are austerity measures, layoffs, and factory…
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) March 12, 2026