ორბანი: ევროკავშირის დიდი ნაწილი ომს სულ უფრო უახლოვდება და უკრაინას 90 მილიარდი ევროს სესხს უგზავნის, ჩვენი გადასახადის გადამხდელების ფულის არც ერთი ცენტი არ წავა უგუნურ საომარ სესხში
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ უკრაინას 90 მილიარდი ევრო ასესხოს, „უგუნური საომარი სესხია“ და მასში უნგრეთი არანაირ წვლილს არ შეიტანს.
„უნგრეთში შობას ომის გარეშე გავატარებთ, თუმცა ომის საფრთხე ჯერ კიდევ არ გამქრალა. ევროკავშირის დიდი ნაწილი ომს სულ უფრო უახლოვდება და უკრაინას 90 მილიარდი ევროს სესხს უგზავნის. საბედნიეროდ, უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა ამ არეულობაში არ არიან ჩართულნი. ჩვენი გადასახადის გადამხდელების ფულის არც ერთი ცენტი არ წავა უგუნურ საომარ სესხში. ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას!“, - წერს ორბანი X-ზე.
We will have a war-free Christmas in Hungary, but the danger of war has not passed. Most of the EU is shifting ever closer to war, sending €90 billion in loans to Ukraine. Thankfully, Hungary, Slovakia, and the Czech Republic are staying out of that mess. Not a single cent of… pic.twitter.com/ubNseIrGQF
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) December 22, 2025