1765885520
უცხოეთი
ორბანი ეწინააღმდეგება ევროკომისიის გეგმას, რომ უკრაინის 2026-2027 წლების ბიუჯეტის დასაფინანსებლად წევრმა სახელმწიფოებმა 90 მილიარდი ევროს კოლექტიური სესხი აიღონ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ევროკომისიის გეგმას, რომ უკრაინის 2026-2027 წლების ბიუჯეტის დასაფინანსებლად, წევრმა სახელმწიფოებმა 90 მილიარდი ევროს კოლექტიური სესხი აიღონ.
ორბანის თქმით, ამ სესხის საპროცენტო განაკვეთის დაფარვა იმ ქვეყნებსაც კი, ათწლეულების განმავლობაში მოუწევთ, რომელთაც ამ გეგმაში მონაწილეობა არ სურთ.
უნგრეთის პრემიერის შეფასებით, ევროკომისიის ეს ინიციატივა პირდაპირი ესკალაციაა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის სწრაფად დასრულების შანსს რისკს შეუქმნის.