ორბანი: ერთადერთი მთავრობა, რომელიც მშვიდობის მომხრეა, აშშ-ის მთავრობა და პატარა უნგრეთია ევროპაში, ყველა დანარჩენი ომის გაგრძელებას ამჯობინებს, რადგან ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ უკრაინას გამარჯვება შეუძლია, რაც სიტუაციის არასწორი გაგებაა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ მისი მთავრობა ევროპაში ერთადერთია, რომელიც უკრაინაში მშვიდობის მომხრეა. ამის შესახებ მან თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ორბანმა შეაქო აშშ-ის პრეზიდენტი, რომელიც, მისი თქმით, „უზარმაზარ ძალისხმევას დებს უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად, რაც უბრალოდ შესანიშნავი და ძალიან პოზიტიურია ევროპის კონტინენტისა და ევროპის ყველა ხალხისთვის“.
„ერთადერთი მთავრობა, რომელიც მშვიდობის მომხრეა, არის შეერთებული შტატების მთავრობა და პატარა უნგრეთი ევროპაში. ყველა დანარჩენი მთავრობა ომის გაგრძელებას ამჯობინებს, რადგან ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ უკრაინას ფრონტის ხაზზე გამარჯვება შეუძლია, რაც სიტუაციის არასწორად გაგებას წარმოადგენს“, - დასძინა მან.
შემდეგ ტრამპმა ორბანს ჰკითხა, ფიქრობს თუ არა, რომ უკრაინა ამ ომში ვერ გაიმარჯვებს.
ამაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ღიმილით უპასუხა: „იცით, სასწაულები ხდება“.
„დიახ, ეს მართალია“, - აღნიშნა ტრამპმა.
Trump: You would say that Ukraine cannot win that war?
— Clash Report (@clashreport) November 7, 2025
Orban: Miracle can happen.
Trump: Yeah. pic.twitter.com/UKZUv927Pi