Loading data...
ორბანი: ძალის გამოყენებით გავარღვევთ უკრაინის ნავთობის ბლოკადას, გარწმუნებთ, სამხედრო ძალის გამოყენება ჩვენს გეგმებში არ შედის, მაგრამ პოლიტიკური და ფინანსური ინსტრუმენტები გვაქვს

უნგრეთი „პოლიტიკური და ფინანსური ინსტრუმენტებით“ აიძულებს მეზობელ უკრაინას ხელახლა გახსნას „დრუჟბას“ მილსადენი, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა

„არანაირი შეთანხმება და კომპრომისი არ იქნება. ჩვენ ძალის გამოყენებით გავარღვევთ უკრაინის ნავთობის ბლოკადას და ვაიძულებთ უკრაინელებს, განაახლონ მიწოდება. გარწმუნებთ, რომ ამისთვის სამხედრო ძალის გამოყენება ჩვენს გეგმებში არ შედის, მაგრამ ჩვენ პოლიტიკური და ფინანსური ინსტრუმენტები გვაქვს“, - აცხადებს უნგრეთის პრემიერი.