„ორბანი დადის ევროპული მანდატით და ჩვენთან კონსულტაციების გარეშე“ - გერმანიის კანცლერი
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან ვიზიტის გამო გააკრიტიკა.
მერცმა გაიხსენა რუსეთის საჰაერო დარტყმების გაძლიერება ორბანის პუტინთან გასული წლის ივლისში ვიზიტის შემდეგ.
მან აღნიშნა, რომ ეს დარტყმები განხორციელდა მას შემდეგ, რაც უნგრეთმა მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა მიიღო.
„ეს ვიზიტი არა მხოლოდ წარუმატებელი იყო, არამედ რამდენიმე დღის შემდეგ, რუსეთის არმიამ უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო ობიექტებზე ყველაზე სასტიკი თავდასხმები განახორციელა, - განაცხადა მერცმა.
გერმანიის კანცლერი იმედოვნებს, რომ რუსეთი იმავეს არ გაიმეორებს.
„მაგრამ ის (ორბანი) დადის ევროპული მანდატით და ჩვენთან კონსულტაციების გარეშე“, - აღნიშნა მერცმა.