ორბანი: ჩვენმა პატრიოტულმა მთავრობამ დაიცვა უნგრელი ბავშვები აგრესიული LGBTQ პროპაგანდისგან - ახლა ბრიუსელის იმპერია საპასუხო დარტყმას ახორციელებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ორბანის განცხადებით, მიუხედავად ბრიუსელის მხრიდან ზეწოლისა, მისი მთავრობა არ აპირებს პოზიციების დათმობას.
„ბრიუსელის სატკეპნი მანქანა უკვე ამუშავდა. ჩვენმა პატრიოტულმა მთავრობამ დაიცვა უნგრელი ბავშვები აგრესიული LGBTQ პროპაგანდისგან. ახლა ბრიუსელის იმპერია საპასუხო დარტყმას ახორციელებს. ჩვენ არ დავთმობთ ბრძოლას ევროპის სულისთვის!“ - წერს ვიქტორ ორბანი.
ევროკავშირის სასამართლომ დღეს უნგრეთის 2021 წლის კანონი ევროპულ სამართალთან შეუსაბამოდ ცნო და ბუდაპეშტს მისი გაუქმება დაავალა. აღნიშნული კანონი კრძალავდა არასრულწლოვნებისთვის ისეთი კონტენტის მიწოდებას, რომელიც ჰომოსექსუალობის ან სქესის შეცვლის პოპულარიზაციას ახდენს.
The Brusselian steamroller is already in motion. Our patriotic government protected Hungarian children from aggressive LGBTQ propaganda. Now the Brusselian empire strikes back. We will not give up the fight for the soul of Europe! https://t.co/y6S4W6psPD
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) April 21, 2026