Loading data...
ორბანი: ჩვენ წინაშე არჩევანია, ვინ ჩამოაყალიბებს მთავრობას, ზელენსკი თუ მე, თუ იქნება მთავრობა, რომელიც უკრაინელების ინტერესებს დაიცავს, უნგრეთის ფული უკრაინაში წავა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საარჩევნო დემონსტრაციაზე ოპოზიცია უკრაინის ინტერესების გამტარებლად მოიხსენია.

„მე სათანადო მოკრძალებით ვამბობ, რომ ჩვენ წინაშე რეალური არჩევანია, ვინ ჩამოაყალიბებს მთავრობას: ზელენსკი თუ მე. ამ ორიდან უნდა ამირჩიოთ მე“, - განაცხადა ორბანმა.

ვიქტორ ორბანის თქმით, არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში უნგრეთის ფული უკრაინაში გადაიგზავნება.

„უნგრეთს თუ ეყოლება მთავრობა, რომელიც უნგრელების ნაცვლად უკრაინელების ინტერესებს დაიცავს, უნგრეთის ფული უკრაინაში წავა“, - დასძინა განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.