ორბანი: ჩვენ ფულს არ გავუგზავნით უკრაინას, არც პრეზიდენტის, არც ექსტრემისტული სამხედრო დაჯგუფებების მუქარა არ შეგვიშლის ხელს უნგრელების ინტერესების დაცვაში
„უკრაინის ხელმძღვანელობამ ხაზი გადაკვეთა. ჩვენ კონფლიქტს არ ვეძებთ, თუმცა უკვე რამდენიმე დღეა, უნგრეთი სამიზნეა. მიუხედავად ამისა, არც პრეზიდენტის, არც საგარეო საქმეთა მინისტრის და არც ექსტრემისტული სამხედრო დაჯგუფებების მუქარა არ შეგვიშლის ხელს უნგრელების ინტერესების დაცვაში“, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მუქარის მიუხედავად, უნგრეთის ხელისუფლება ქვეყნის ინტერესების დაცვას გააგრძელებს.
„უკრაინის ხელმძღვანელობამ ხაზი გადაკვეთა. ჩვენ კონფლიქტს არ ვეძებთ, თუმცა უკვე რამდენიმე დღეა, უნგრეთი სამიზნეა. მიუხედავად ამისა, არც პრეზიდენტის, არც საგარეო საქმეთა მინისტრის და არც ექსტრემისტული სამხედრო დაჯგუფებების მუქარა არ შეგვიშლის ხელს უნგრელების ინტერესების დაცვაში.
ჩვენ ფულს არ გავუგზავნით უკრაინას. უნგრული ფული უნგრულ ოჯახებთან უკეთესია, ვიდრე უკრაინელი ოლიგარქის აბაზანაში, ჩვენ არ დავუშვებთ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვას, ამის გარეშე ვერ მოხდება კომუნალური გადასახადების შემცირება და უნგრული ოჯახებისთვის ენერგიის ხელმისაწვდომობა, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უკრაინა 2 წელიწადში ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევით ევროკავშირში შევიდეს – ეს ომის იმპორტირებასაც ნიშნავს.
ვიდრე უნგრეთს პატრიოტული მთავრობა ჰყავს, ამ საკითხებზე გადაწყვეტილებები არც კიევში და არც ბრიუსელში არ მიიღება. ეს უკრაინაშიც კარგად ესმით. სწორედ ამიტომ სურთ მათ ბუდაპეშტში ახალი, პროუკრაინული მთავრობა და მუქარა არასდროს წყდება. უნგრეთის მომავალს უნგრელები გადაწყვეტენ“, - წერს ორბანი.
The Ukrainian leadership crossed a line.
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) January 28, 2026
We did not seek conflict, yet for days now Hungary has been in the crosshairs. Still, neither threats from the president, nor from the foreign minister, nor from extremist military groups will deter us from standing up for the interests… pic.twitter.com/dSRFERc93N