Loading data...
ორბანი: ჩვენ არ მივიღებთ არც ერთ მიგრანტს და არ გადავიხდით სხვების მიგრანტებისთვის, უნგრეთი არ განახორციელებს მიგრაციის პაქტის ღონისძიებებს, აჯანყება იწყება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი არ შეასრულებს ევროკავშირის მიგრაციის პაქტის სოლიდარობის მექანიზმით ნაკისრ ვალდებულებებს.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით, ბრიუსელი ცდილობს, აიძულოს უნგრეთი კიდევ უფრო მეტი გადაიხადოს ან მიგრანტები მიიღოს. ეს მიუღებელია. უნგრეთი უკვე საკმარისზე მეტს ხარჯავს კავშირის გარე საზღვრის დასაცავად. ჩვენ არ მივიღებთ არც ერთ მიგრანტს და არ გადავიხდით სხვების მიგრანტებისთვის. უნგრეთი არ განახორციელებს მიგრაციის პაქტის ღონისძიებებს. აჯანყება იწყება“, – წერს ორბანი.