ორბანი: ბრიუსელში არიან ბიუროკრატები, ბიუროკრატები არ არიან დემოკრატიის მეგობრები

„ბრიუსელში არიან ბიუროკრატები, ბიუროკრატები არ არიან დემოკრატიის მეგობრები“, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
ორბანის თქმით, ბიუროკრატები ბიუროკრატიის მეგობრები არიან.
„ჩვენ არ გვჯერა, რომ ბრიუსელი არის ევროპული ღირებულებების გარანტია წევრი ქვეყნებისთვის. ბრიუსელი არ არის დემოკრატიის დამცველი რომ გვითხრას რა არის დემოკრატია. ეს საპირისპირო რამ არის. ბრიუსელში არიან ბიუროკრატები, ბიუროკრატები არ არიან დემოკრატიის მეგობრები. ბიუროკრატები ბიუროკრატიის მეგობრები არიან. ეს არ ნიშნავს, რომ ბრიუსელი არ არის დემოკრატიის გარანტია სლოვაკეთში ან უნგრეთში. ჩვენ უნგრეთში და სლოვაკეთში ვართ ისინი, ვინც ქმნის ბრიუსელის დემოკრატიულ ბუნებას ბიუროკრატიის წინააღმდეგ“, - აღნიშნავს ორბანი.
❗️@PM_ViktorOrban: Democracy is not in Brussels, it is in the Member States. In Brussels, there are bureaucrats. Bureaucrats are no friends of democracy. Bureaucrats are the friends of bureaucracy.
— Zoltan Kovacs (@zoltanspox) April 29, 2025
So, in fact, it is not Brussels that guarantees democracy in Slovakia or Hungary,… pic.twitter.com/3j7rDjWcSU