ორბანი: ბრიუსელისთვის სექსუალური პროპაგანდის გავრცელების თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბავშვთა უფლებების დაცვა, ეს სიგიჟეა!

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ბრიუსელისთვის სექსუალური პროპაგანდის გავრცელება ბავშვების უფლებების დაცვაზე მნიშვნელოვანია.
„ევროკავშირის სასამართლოს ბოლოდროინდელი სამართლებრივი დასკვნა უნგრეთის წინააღმდეგ სამარცხვინოა! როგორც ჩანს, ბრიუსელისთვის სექსუალური პროპაგანდის გავრცელების თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბავშვთა უფლებების დაცვა. ეს სიგიჟეა!“, - დაწერა ორბანმა.
The recent legal opinion of the EU Court of Justice against Hungary is shameful! It seems that the freedom to spread sexual propaganda is more important to the Brusselians than protecting children’s rights. This is madness!
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) June 6, 2025
ცნობისთვის, გუშინ ევროკავშირის უმაღლესი სასამართლოს მთავარმა მრჩეველმა განაცხადა, რომ უნგრეთი არღვევს ევროკავშირის კანონმდებლობას LGBTQ+ კონტენტის შეზღუდვით, რომელთანაც შესაძლოა, ბავშვებს შეხება ჰქონდეთ.