Loading data...
ორბანი: ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის, ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ?

ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის. ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ? ჩვენ არ გადავიხდით იმ ომისთვის, რომელიც ჩვენი არ არის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

„ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის. ჩვენი ფულით დაფინანსებული სესხები, რომლებიც არასდროს დაბრუნდება. ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ? ჩვენ არ გადავიხდით იმ ომისთვის, რომელიც ჩვენი არ არის. ჩვენს შვილებს, ჩვენს ვაჟებს, ჩვენს იარაღს ან ჩვენს ფულს უკრაინას არ მივცემთ. არც ახლა, არც არასდროს“, - წერს ვიქტორ ორბანი.