ორბანი: ბრიუსელელი ბიუროკრატები ეცდებიან, გვაიძულონ უკრაინის ორწლიანი საომარი ხარჯების დაფინანსება, ევროკავშირი ესკალაციის გზას ადგას
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირი ცდილობს უკრაინის საომარი ხარჯების დაფინანსება აიძულოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე კონსენსუსი არ არის.
როგორც ორბანი წერს, ევროკავშირი ესკალაციის გზას ადგას.
„ყველას, ვინც შვილიშვილების ხარჯზე ევროკავშირის სესხებს ითხოვს, ახლა შეუძლია, შეუერთდეს ბრიუსელის გუნდს. ისინი ყოყმანის გარეშე გასცემენ მათ, შეგიძლიათ წინააღმდეგობა გამოთქვათ, რამდენიც გსურთ, მაგრამ როგორც კი იქ აღმოჩნდებით, უკან გამოსასვლელი გზა მარტივი არ არის.
ევროკავშირის საბჭოს სხდომის მოახლოებასთან ერთად, იწყებს ჩამოყალიბებას გადაწყვეტილება, რომლითაც ბრიუსელელი ბიუროკრატები ეცდებიან, გვაიძულონ უკრაინის ორწლიანი საომარი ხარჯების დაფინანსება. და კვლავ გამოსავალი სასწაულმოქმედი იარაღია: ერთობლივი სესხები. თუ საჭიროა კონსენსუსის გარეშეც. ვისაც არ სურს ეს, მაინც დაუწესებენ და პროცენტებს ათეულობით წლის განმავლობაში გადაიხდიან.
ეს ნიშნავს რუსეთ-უკრაინის ომის სწრაფად დასრულების შანსის სამუდამოდ დაკარგვას. ჩვენ ესკალაციის მიმართულებით მივდივართ და ერთი რამ ცხადია, ამ ომის შედეგები ტვირთად ჩვენს შვილიშვილებსაც დააწვება. მიუხედავად ამისა, უნგრეთმა უნდა გაიაროს ეს დანაღმული ველი, ამ ხუთშაბათსა და მომავალ წლებში“, - წერს უნგრეთის პრემიერი.
All those who ask for EU loans at the expense of their grandchildren can now join the Brusselian choir. They hand it out without hesitation, you can object all you like, but once you’re in, there’s no easy way out.
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) December 16, 2025
As #EUCO approaches, a solution is beginning to take shape with… pic.twitter.com/ZkBeT6o6ik