Loading data...
ორბანი აცხადებს, რომ რუსული ნავთობის შეძენაზე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით ტრამპთან მეგობრულ საუბარს ელოდება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, რუსული ნავთობის შეძენაზე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპთან მეგობრულ საუბარს ელოდება. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის პრესსპიკერმა ზოლტან კოვაჩმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

„ფსონები მაღალია“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა შეერთებული შტატებისკენ მიმავალ გზაზე და განაცხადა, რომ უნგრეთმა უნდა დაარწმუნოს აშშ, აღიაროს მარტივი გეოგრაფიული ფაქტი: „უნგრეთს საზღვაო პორტი არ აქვს და მას განსხვავებულად უნდა მოეპყრონ“.

ვიქტორ ორბანის განცხადებით, ვაშინგტონში მოლაპარაკებები ორ მიმართულებაზე იქნება ორიენტირებული. ეს იქნება როგორც გამოწვევების, მაგალითად, სანქციების – გადაჭრაზე, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობების გამოყენებაზე.

ამასთან, ორბანმა დაადასტურა, რომ ბუდაპეშტი აშშ-რუსეთის სამშვიდობო სამიტს უმასპინძლებს. მისი თქმით, უნგრეთის მოქნილი დიპლომატია მას საშუალებას აძლევს, ორივე მხარესთან დიალოგი შეინარჩუნოს.