Loading data...
ორბანი აცხადებს, რომ მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, პუტინს ესაუბროს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა შეერთებული შტატებისკენ მიმავალ გზაზე განაცხადა, რომ მზად არის კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან კიდევ ერთი საუბარი გამართოს, თუ ეს „აუცილებელი“ იქნება.

ორბანის თქმით, ბოლოს კრემლის ლიდერთან ტელეფონით ოქტომბერში ისაუბრა, როდესაც ბუდაპეშტში აშშ-რუსეთის „სამშვიდობო სამიტის“ გამართვა გამოცხადდა.  

„მას შემდეგ ამის საჭიროება არ ყოფილა, მაგრამ თუ საჭირო გახდება, რა თქმა უნდა, [პუტინთან] ვისაუბრებ. ჩემთვის ეს არანაირ პოლიტიკურ, ან პირად პრობლემებს არ ქმნის. მე არ ვარ ისეთ რთულ მდგომარეობაში, როგორშიც დასავლელი პოლიტიკოსები იმყოფებიან, რომლებმაც ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთთან ურთიერთობები გააფუჭეს და მოლაპარაკებების გამართვას ვერ ახერხებენ“, - დასძინა მან.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი ქვეყანა „ხელსაყრელ“, „მოქნილ პოზიციაშია“ და გაიხსენა აშშ-რუსეთის სამიტის უნგრეთში ჩატარების შესახებ შეთანხმება.

„არსებობს მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამჟამად განიხილება, მაგრამ რომელზეც შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული, თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, - განაცხადა ორბანმა.