1765720801
უცხოეთი
ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირის სამიტზე წაიღებს 1.6 მილიონი ადამიანის მიერ შევსებულ კითხვარს, სადაც მოქალაქეებმა უკრაინის მხარდაჭერაზე უარი თქვეს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე მიიტანს 1.6 მილიონ „რეფერენდუმის“ ფორმას, სადაც მოქალაქეებმა უკრაინის მხარდაჭერაზე უარი თქვეს.
მისი თქმით, 1.6 მილიონმა უნგრელმა „გამოთქვა თავისი აზრი ომის გადასახადების გაზრდის გეგმებთან დაკავშირებით“.
„1.6 მილიონი ადამიანის შევსებული კითხვარი. ასე გამოთქვეს თავისი აზრი ომის გადასახადის გაზრდის გეგმებთან დაკავშირებით. მომავალ კვირას ამ კითხვარებს თან წავიღებ ბრიუსელში, სადაც ჩუმი უმრავლესობის აზრს გამოვთქვამ. იმედი მაქვს, ზედმეტი ბარგის გამო დამატებით თანხას არ დააწესებენ“, – წერს ორბანი.