Loading data...
ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირი ჩინეთთან „ეკონომიკური ცივი ომის“ გზაზე დგას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ჩინეთთან „ეკონომიკური ცივი ომის“ გზაზე დგას.

უნგრეთის მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები კენჭს უყრიან ტარიფების შემოღებას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 45%-მდე ჩინური წარმოების ელექტრომობილების იმპორტზე.

„ისინი რასაც ჩვენ გვაიძულებენ, რომ ვქნათ ან რისი გაკეთებაც ევროკავშირს სურს, ეს არის ეკონომიკური ცივი ომი“, -  აღნიშნა ორბანმა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უნგრეთს არ უნდა, რომელიმე ეკონომიკურ ბლოკს შორის იყოს და ქვეყანას ორივე მხარესთან ვაჭრობა სურს.

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირში წარმოებული პროდუქცია სულ უფრო რთული გასაყიდი იქნება, თუ მსოფლიო ეკონომიკა ორ ბლოკად დაიყოფა.