ორბანი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ, ცენტრალური ევროპა და აშშ ბრიუსელზე ზეწოლას მოახდენენ - „ჩვენ მათ სენდვიჩში გავახვევთ“
„ჩვენ ევროპის მთავარ ქუჩაზე დავბრუნდით. ჩვენ - ახალი მეინსტრიმი ვართ“, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
ორბანი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ ცენტრალური ევროპა და აშშ ბრიუსელზე ზეწოლას მოახდენენ.
„შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მათ სენდვიჩში გავახვევთ, რადგან საუზმემდე მიღებულია სენდვიჩზე ფიქრი“, - განაცხადა ორბანმა ინტერვიუში.
მისი თქმით, ტრამპმა, მას შემდეგ, რაც მოვალეობის შესრულებას შეუდგა, უკვე გადადგა სწორი ნაბიჯები, მაგალითად, მან განაცხადა, რომ მამა არის კაცი, ხოლო დედა - ქალი.
„ჩვენ დავბრუნდით ევროპის მთავარ ქუჩაზე, ჩვენ ახალი მეინსტრიმი ვართ“, - აღნიშნა ორბანმა.
ინტერვიუში ობრანი უკრაინის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ „უკრაინელები ცდილობენ გადაგვეკიდონ“.
მისი თქმით, ეს მას შემდეგ გახდა ნათელი, რაც უკრაინამ საკუთარ ტერიტორიაზე რუსული ნავთობისა და გაზის ტრანზიტი აკრძალა.