Loading data...
ორბანი აცხადებს, რომ ამ თვის ბოლოს ვაშინგტონში მშვიდობის საბჭოს შეხვედრას დაესწრება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ვაშინგტონს მეორედ ეწვევა - ამჯერად დონალდ ტრამპის მშვიდობის საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად.

გამოცემის ცნობით, ორბანმა განაცხადა, რომ ორ კვირაში ვაშინგტონს ეწვევა, რათა ღაზას საკითხთან დაკავშირებული მშვიდობის საბჭოს შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა.

„მოწვევა მივიღე: ორი კვირის შემდეგ ჩვენ კვლავ შევხვდებით (აშშ-ის პრეზიდენტს) ვაშინგტონში, რადგან მშვიდობის საბჭო საინაუგურაციო შეხვედრას გამართავს“, - აღნიშნა ორბანმა.

ცნობისთვის, ვიქტორ ორბანი ბოლოს ვაშინგტონს 2025 წლის 7 ნოემბერს ეწვია.