ორბანი: 2027 წლისთვის ევროკავშირში უკრაინის ნაწილობრივი გაწევრიანების ახალი გეგმა უნგრეთის წინააღმდეგ ომის ღიად გამოცხადებაა
„ბრიუსელის ელიტის ოფიციალურმა გამოცემა „პოლიტიკომ“ ბრიუსელისა და კიევის უახლესი საომარი გეგმა, ზელენსკის ხუთპუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა. მათ გადაწყვიტეს, რომ უკრაინას ევროკავშირში 2027 წელს მიიღებენ. ეს ახალი გეგმა უნგრეთის წინააღმდეგ ომის ღიად გამოცხადებას წარმოადგენს“, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ორბანი წერს, ბრიუსელის ელიტას სურს, უნგრეთის მთავრობა ნებისმიერი საშუალებით გადააყენოს
„ისინი უგულებელყოფენ უნგრელი ხალხის გადაწყვეტილებას და გადაწყვეტილი აქვთ, ნებისმიერი საშუალებით გადააყენონ უნგრეთის მთავრობა. მათ სურთ, რომ „ტიზას“ პარტია მოვიდეს ხელისუფლებაში, რადგან ამ შემთხვევაში აღარ იქნება ვეტო, აღარ იქნება წინააღმდეგობა და აღარ იქნება მათ კონფლიქტში ჩაურევლობა. ამ აპრილში, საარჩევნო ყუთთან უნგრელებმა უნდა შეაჩერონ ისინი.
„ფიდესი“ ერთადერთი ძალაა, რომელიც უნგრეთსა და ბრიუსელის მმართველობას შორის დგას და უნგრეთის სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტია“, - წერს უნგრეთის პრემიერი.
The Brusselian elite's official publication, Politico, has published Brussels’ and Kyiv’s latest war plan, the five-point Zelenskyy plan. They have decided that Ukraine will be admitted to the Union as early as 2027.
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) February 11, 2026
This new plan is an open declaration of war against Hungary.…